გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა

სკოლა: სსიპ ი. შავერდაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ენისლის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: თამარ ბუჯიაშვილი
საგანი: ისტორია
კლასი : lX
მოსწავლეთა რაოდენობა:19
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი  კომპეტენცია
გაკვეთილის თემა: გეორგიევსკის ტრაქტატი
გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლე შეძლებს ტექსტსა და წყაროებზე მუშაობის შედეგად  აღწეროს გეორგიევსკის ტრაქტატის ცალკეულ მუხლები და მოახდინოს მისი კლასიფიკაცია
·         იმსჯელოს ერეკლე მეფის წარმატებებისა და წარუმატებლობის შესახებ
·         იმსჯელოს საშინაო და საგარეო ფაქტორებზე ,რომლებმაც გავლენა იქონია ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე
·         შეაფასოს ტრაქტატის მნიშვნელობა საქართველოსთვის და გამოიტანოს დასკვნა
გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლე შეძლებს წყაროზე მუშაობის გზით საჭირო ინფორმაციის მიღებას.
განუვითარდება მსჯელობის ,ანალიზის, გამოყენების და შეფასების უნარი
ისტ.lX.5.მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
·         მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე.
·         აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.


აქტივობოს აღწერა
გამოყენებული მეთოდი /მეთოდები
ორგანიზების ფორმები
გამოყენებული რესურსი/ რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. შეფასების რუბრიკების გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები
2წთ.
2
გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთამ
ფლიფჩარტზე დაწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი
2წთ.
3
წინარე ცოდნის გააქტიურება.მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში,რუკაზე აჩვენონ მისი მეზობლები და მათ მიერ მიტაცებული ტერიტორიები.იმსჯელონ რა გავლენას ახდენდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე საგარეო კონფლიქტები.
კითხვა- პასუხი
მთელ კლასთან
რუკა
5წთ.
4
ტექსტზე მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალება,გაეცნონ გაკვეთილში მითითებულ ტექსტს და აღწერონ ერეკლე მეფის მიერ მიღწეული წარმატებები და ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები.მოსწავლეების პასუხების მიხედვით მასწავლებელი ადგენს დიაგრამას ფლიფჩატტზე.
დიაგრამის შევსება
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო. საქართველოს ისტორია lXკლ. ოთარ ჯანელიძე,აპოლონ თაბუკაშვილი,ლერი თავაძე ,ნანა ირემაშვილი.
ფლიფჩარტი,
5წთ.
5
მინი ლექცია. მასწავლებელი მოსწავლეებს უყვება  ერეკლე მეფის   მცდელობების შესახებ მოეგვარებინა ქვეყანაში არსებული პრობლემები,ევროპაში მის მიერ ელჩების გაგზავნის თაობაზე და ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.ამავდროულად რუსეთის პოლიტიკის გააქტიურებაზე საქართველოში და ერეკლე მეფის გადაწყვეტილებაზე დახმარება ეთხოვა რუსეთისთვის.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
მასწავლებლის მიერ pover point-ში მომზადებული სლაიდები
3წთ.
6
კითხვა-პასუხი .მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება ,რა უნდა გაეთვალისწინებინა ერეკლეს სანამ დახმარებას რუსეთს სთხოვდა და სწორი იყო თუ არა მეფის გადაწყვეტილება.
კითხვა პასუხი
მთელ კლასთან

3წთ.
7
წყაროზე მუშაობა.მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს წყაროს და სთხოვს აღწერონ: რას ითხოვდა მეფე რუსეთისგან,რითი იყო განპირობებული მეფის გადაწყვეტილება, რა არგუმენტებით ამტკიცებდა ქართლში მისი მეფობის ლეგიტიმურობას და ა.შ.
სწავლა კეთებით
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
5წთ.
8
წყაროზე მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება-გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელსაც უნდა გაეცნონ .შემდეგ ურიგებს ჯგუფებს  წინასწარ მომზადებულ წერილობით რესურსს და ჯგუფებს აძლევს დავალებას .პირველმა ჯგუფმა უნდა მოძებნოს ის მუხლები რომლებშიც აღწერილია  ქართული მხარის ვალდებულებები .მეორე ჯგუფს ევალება რუსეთის ვალდებულებების მოძიება და  აღწერა. მესამე ჯგუფი  ეძებს ტრაქტატის იმ მუხლებს რომელიც საეჭვოდ მიაჩნია და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
სწავლა-კეთებით
ჯგუფური
სახელმძღვანელო .დამატებითი რესურსი
8წთ.
9
პრეზენტაცია
ვერბალური ახსნა

ფლიფჩარტი.
5წთ.
10
შეჯამება. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვას: ეს დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა თუ მფარველობაში მიღება? მოსწავლეები პასუხობენ კითხვას და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას.
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

3წთ.
11
საშინაო დავალების მიცემა.  მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე „მე რომ ერეკლე მეფის მრჩეველი ვყოფილიყავი....“
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

2წთ.
12
შეფასება .მასწავლებელი აკეთებს  განმავითარებელ  და განმსაზღვრელ  შეფასებებს შეფასების რუბრიკების მეშვეობით როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

2წთ



გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
8-10
7-5
4-1
დავალების გააზრება
კარგად იაზრებს დავალება
შეუძლია დავალების გააზრება
ვერ იაზრებს დავალებას
ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი კლასიფიკაცია
წარმატებით მოიძიებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციას და ახდენს მის კლასიფიკაციას
ნაწილობრივ შეუძლია მოიძიოს ტექსტიდან საჭირო ინფორმაცია დამახდინოს მისი კლასიფიკაცია
ვერ ახდენს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიებას
საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება
მყარი არგუმენტებით ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
გამოთქვამს მოსაზრებას ,მაგრამ არგუმენტები არამყარია
უჭირს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა





განმავითარებელი შეფასება
ჯგუფის  შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი მუშაობაში არ არის ჩართული
ჯგუფის უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართული მუშაობაში
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან
ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პიზიტიური, საქმიანი ურთიერთობაა
ჯგუფის ყველა წევრს შორის პოზიტიური, საქმიანი ურთიერთობაა
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
იცავენ დროის ლომიტს






სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სკოლა: სსიპ ილია შავერდოშვილის სახელობის  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თამარ ბუჯიაშვილი
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: VIII
საგანი: ისტორია
მოსწავლეთა რაოდენობა: 17
სსსმ მოსწავლე: 0                 
სამოდელო გაკვეთილი : პრობლემაზე ორიენტირებული
·         გაკვეთილის თემა: მარტინ ლუთერკინგი და აფროამერიკელების ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისათვის
გაკვეთილის მიზანი :
·         მოსწავლე შეძლებს აღწეროს უუფლებო ადამიანების მდგომარეობა, დაასახელოს რომელი უფლებების უგულვებელყოფა ხდებოდა და მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება.
·         იმსჯელოს მისი გადაჭრის გზებზე და ანალიზის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნები.
გრძელვადიანი მიზანი:
მოსწავლეს განუვითარდება მსჯელობის, ანალიზისა პრეზენტაციის, თანამშრომლობის და შეფასების უნარი.
დრო: 45 წუთი
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ქცევის წესების შეხსენება
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან

2წთ
2
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები, ფლიფჩარტზე დაწერილი თემა და მიზანი
3 წთ
3
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს გაიხსენონ როგორი იყო ერთი საუკუნით ადრე შავკანიანი ადამიანის მდგომარეობა ამერიკაში, შავკანიანთა რომელი უფლებები ილახებოდა და როგორ გადაიჭრა ეს პრობლემა.
მოსწავლეები გაიხსენებენ მონობის ამსახველ ფოტო და წერილობით მასალას და ისაუბრებენ სამოქალაქო ომისა და მონობის გაუქმების შესახებ.
მოსწავლეები რუკაზე აჩვენებენ აშშ-ს იმ შტატებს, რომელშიც იდგა მონობის პრობლემა.
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
რუკა
ფოტომასალა
5 წთ.
4
პრობლემის გამოკვეთა.
მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს გამოთქვან ვარაუდები - მათი აზრით როგორი იქნებოდა აფროამერიკელთა ცხოვრება მონობის გაუქმების შემდეგ და აჩვენებს სეგრეგაციის ამსახველ სლაიდებს.
მოსწავლეები სლაიდების საშუალებით არკვევენ ცხოვრების რომელ სფეროებში არსებობდა რასობრივი დისკრიმინაცია,ადამიანის რომელი უფლეები ირღვეოდა  და  გამოკვეთენ პრობლემას.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ამ პრობლემას ჰქვია სეგრეგაცია და ამ სიტყვას წერს დაფაზე.


ინტერაქტიული


მთელ კლასთან

სლაიდშოუ,
დაფა, ცარცი.



5წთ.
5
მინი ლექცია.
მასწავლებელი მოსწავლეებს  ესაუბრება სეგრეგაციის განსხვავებულ ფორმებზე, ამერიკის სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებში; ხელისუფლების პოზიციაზე ამ საკითხის მიმართ და მოსახლეობის განწყობაზე. მასწავლებელი უჩვენებს სლაიდებს, რომელზეც ასახული აფროამერიკელთა პროტესტი.
ვერბალური
მთელ კლასთან
მასწავლელის მიერ pover point-ით მომზადებულიპრეზენტაცია
5წთ
6
ვარაუდების გამოთქმა. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გამოთქვან ვარაუდები აღნიშნული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით და გაიხსენონ ისეთი კონფლიქტები, რომლის დროსაც არ იყო ძალისმიერი მეთოდები გამოყენებული.
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

5წთ.
7
ტექსტსა და წყაროებზე მუშაობა.
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად და  აძლევს დავალებას:  ინდივიდუალურად გაეცნონ ტექტსა და წყაროებს, სადაც მოცემულია აფროამერიკელთა ბრძოლის კონკრეტული გზა.
მოსწავლეები ჯგუფებში იმსჯელებენ და დაასაბუთებენ ამ გზის მართებულობას პრობლემის მოგვარებისთვის
სწავლა კეთებით
ინდივიდუალური
ჯგუფური
VIII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ავტ.  ე.მეძმარიაშვილი, თ.პაპასკირი.
გვ.148-149.

მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ბარათები;
8წთ.
8
პრეზენტაცია.
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფური მუშაობის შედეგებს.

ვერბაელური
მთელ კლასთან
მარკერი ფლიფჩარტი,

7 წთ
9
შეჯამება.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ აფროამერიკელთა ბრძოლის მეთოდები და აღნიშნონ, რომელი მეთოდი აღმოჩნდა მეტად პროდუქტიული.
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

3წთ.
10
შეფასება.
განმავითარებელი-კომენტარით.
განმსაზღვრელი-შეფასების რუბრიკით.

ვერბალური
ინდივიდუალური, ჯგუფური
შეფასების რუბრიკა
2წთ


მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება

ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.

შედეგი თვალსაჩნოა, თუ მოსწავლე:
  • საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ  და შეძენილ უფლებებს; ასახელებს ღირებულებებს, რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქასა და სახელმწიფოს, მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანების მდგომარეობას, ასახელებს ღირებულებებს (მაგ.: ღირსება, თანასწორობა, თავისუფლება....), რომელთა უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევებში და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანს ჰქონდათ;


ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასახელებს მაგალითებსაქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან,  როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა;
  • ჩამოთვლის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს; ასახელებს მაგალითებს მშობლიური თუ სხვა ქვეყნის ისტორიიდან და კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს პროტესტის შედეგებს;
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;
ისტ.VIII.14.   მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;



განმავითარებელი შეფასება
ჯგუფის  შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი მუშაობაში არ არის ჩართული
ჯგუფის უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართული მუშაობაში
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან
ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პიზიტიური, საქმიანი ურთიერთობაა
ჯგუფის ყველა წევრს შორის პოზიტიური, საქმიანი ურთიერთობაა
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
იცავენ დროის ლომიტს

მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
10-9
8-7
6-5
4-1
პრობლემის იდენტიფიცირება
მოსწავლე წარმატებით ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, არგუმენტირებულად მსჯელობს მისი გადაჭრის გზებზე და მოსალოდნელ შედეგზე
მისწავლე ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, მსჯელობს მისი გადაჭრის გზებზე, ნაწილობრვ საუბრობს მოსალოდნელ შედეგზე
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ახდენს პრობლემის ოდენტიფიცირებას, უჭირს მისი გადაჭრის გზების ძიება, ვერ საუბრობს მოსალოდნელ შედეგზე
მოსწავლე ვერ ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ვერ საუბრობს მისი გადაჭრის გზებზე.


No comments:

Post a Comment